მარიუპოლში, ბავშვთა საავადმყოფოზე გუშინ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა 17 ადამიანი.
ინფორმაციას "უნიანი" მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას.
"მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულის შესახებ კაცობრიობის, უკრაინისა და მარიუპოლის ხალხის წინააღმდეგ! - აღნიშნულია შეტყობინებაში.
ცნობისთვის, 9 მარტს რუსეთმა დაბომბა ბავშვთა საავადმყოფო, სადაც სამშობიარო და თერაპიის განყოფილებები იყო. დაშავებულებს შორის ორსულებიც არიან.