
"ბოლოს და ბოლოს, შესანიშნავი ხარისხის კატლეტებს და რულეტებს ვაწარმოებთ და თან ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს... მოკითხვა McDonalds."- ასე ეხმაურება დიმიტრი მედვედევი, სწრაფი კვების ყველაზე დიდი ქსელის რუსეთიდან გასვლას.
მედვედევი vkontakte-ს გვერდზე წერს, რომ რუსეთს ამ კრიზისის დაძლევა შეუძლია და სანქციები, რომლებიც მსოფლიო წამყვანმა ბრენდებმა მიიღეს, არანაირ კავშირში არ არის ბიზნესთან და ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკაა.
"ვაშინგტონი და ბრიუსელი ვერ წყნარდებიან, სულ უფრო და უფრო სულელურ აკრძალვებს აწესებენ, რადგან რუსეთს ნამდვილად ვერ უპასუხებენ. ისინი სასაცილოები არიან. მათ სურთ, რომ კერძო კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ამ სულელური შეზღუდვების აღლუმში..." - წერს მედვედევი
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი თითქმის ყველა ცნობილმა ბრენდმა და საერთაშორისო კომპანიამ დატოვა.