ლეხ კაჩინსკიმ ჯერ კიდევ 2008 წელს თქვა, რომ რუსეთი საქართველოზე არ გაჩერდებოდა - ანდჟეი დუდა

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, ჯერ კიდევ 2008 წელს თქვა, რომ რუსეთი საქართველოზე არ გაჩერდებოდა."- ამის შესახებ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვარშავაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, კამილა ჰარისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

დუდას თქმით, მსოფლიომ რუსეთი ახლავე უნდა გააჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი იმპერიალისტური მადა კიდევ უფრო გაიზრდება:

"პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, ჯერ კიდევ 2008 წელს თქვა, რომ რუსეთი საქართველოზე არ გაჩერდებოდა. 20014 წელს კი, უკვე ნათელი გახდა, რომ მოსკოვის იმპერიალისტური მადა იზრდებოდა. თუ ახლა მსოფლიო ერთად და მტკიცედ არ დადგა, თუ ნატო არ დადგა ძლიერად უფრო მეტ თავდასხმას ვიხილავთ რუსეთის მხრიდან და ერთ დღეს სამიზნე პოლონეთიც გახდება" - ამბობს დუდა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტიმა კამილა ჰარისმა, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე და განაცხადა, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რაშიც აშშ მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

"აუცილებლად იქნება გამოძიება და ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა ხდება უკრაინაში როგორ ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას, სამშობიაროებს და ეს ყველაფერი რის გამო?! ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი, რომელიც მიმართულია სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, გამოძიება საჭიროა. რუსეთმა პასუხის უნდა აგოს ამ აგრესიისთვის და სისასტიკისთვის" - ამბობს კამილა ჰარისი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი