"მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით, უკრაინის მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა და იქ მებრძოლმა ქართველებმა მიმართეს" | კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით, უკრაინის მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა და იქ მებრძოლმა ქართველებმა მიმართეს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კობა ნაყოფია საუბრობს.

მას თხოვნით მიმართეს უკრაინის მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. ასევე, მიმართეს თხოვნით უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, მან გაითვალისწინა მათი თხოვნა და წყვეტს შიმშილობას. ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა, არსად არ წასულა, რაც მას მიადგა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად და ქართულმა საზოგადოებამ ეს არაერთხელ იხილა. როგორ ეპყრობოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს, - ამბობს კობა ნაყოფია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი