კადიროვის განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით, რამზან კადიროვის განცხადებებს უკავშირდებოდა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მადლიერია, რომ ქვეყანაში ჟურნალისტის უსაფრთხოება დაცულია, სხვა კომენტარს კი გამოძიების დასრულებამდე არ გააკეთებს.

პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა - ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. დანარჩენი არის გამოძიების საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს სათანადოდ გამოიძიებენ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით, რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვააა, ყველა ვთანხმდებით, - ამბობს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ განცხადებას იმის თაობაზე, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა, თავად კადიროვი გამოეხმაურა. გავრცელებულ ინფორმაციას სულელური უწოდა და თქვა, რომ ჯობს გაბუნიამ დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. 

კადიროვი ისევ იმეორებს, რომ გიორგი გაბუნიამ რუსი ერი შეურაცხყო და მისი მისამართით ისევ იმუქრება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი