ომის პარტიას თითქოს ერთი სული აქვს, აქ მოხდეს რაიმე უბედურება, რომ ხელი მოითბონ და ხელისუფლება შეარყიონ - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჰქონდეს მთავრობისა და ხელისუფლების გულწრფელობის იმედი. როდესაც ვამბობთ, რომ სიმშვიდის საფუძველია, სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაკვირდებით ყურადღებით იმ პროვოკაციას, სწორედ იმ პარტიის, რომელსაც ომის პარტია ვუწოდეთ.

ეს კოლექტიური სახელიც შეიძლება იყოს, არამხოლოდ ერთი კონკრეტული "ნაციონალური მოძრაობის", არამედ იმ დაჯგუფებების, რომლებსაც თითქოსდა ერთი სული აქვთ, აქ რომ მოხდეს რაიმე ტიპის უბედურება, რომ შემდეგ ამაზე მოითბონ ხელი და როგორმე ხელისუფლება შეარყიონ და იდეალურ შემთხვევაში თავად ჩაანაცვლონ, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს ვიწრო ინტერესი აქვთ და როგორც 2008 წელს არ დაგიდევდნენ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მიატოვეს ბრძოლის ველზე, ახლაც, როგორც ჩანს, ძალიან არასერიოზულად უყურებენ ქართველი ხალხის ბედს, მათ შორის ბავშვების".

- თქვა თეა წულუკიანმა TV იმედის ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი