ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ალიანსს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ი 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიეცა.
როგორც რასმუსენმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების არმიღება იყო სიგნალი, რომ ნატო-ში უთანხმოებაა, პუტინმა კი ეს სისუსტე გამოიყენა და საქართველოში მალევე შეიჭრა.
"2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ ნატოს წევრები - შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა - შევქმენით ნატო & უკრაინის და ნატო & საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო - თბილისისა და კიევისთვის „მაპ“-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ - ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში", - თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.