კარგად მესმის, რატომ ამბობს ამას [ვოლოდიმირ ზელენსკი]. მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა გავიაზროთ, თუ რა მასშტაბის რისკთან გვაქვს საქმე - საუბარია კონფრონტაციაზე ორ ბირთვული არსენალის მქონე მხარეს შორის. ესკალაციის რეალური რისკი არსებობს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეორე მხრივ, უნდა ვთქვა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტი იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას, და შეეშვან ყოველგვარ ბიუროკრატიას ამ საკითხში. დაუყოვნებლივ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საბრძოლო დრონები, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო რაკეტები. ყველაფერი, რაც მათ დაეხმარება იმაში, რომ თავი უკეთ დაიცვას. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ: პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით, ან ხვალ თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება.
ასე უპასუხა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა "რადიო თავისუფლების" კითხვას ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელმაც "თქვა, რომ ის "გაცივდა" ნატოს თემის მიმართ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ნატოს ეშინია რთული გადაწყვეტილებებისა და რუსეთთან დაპირისპირების".