უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსი ოკუპანტების ავიაიერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აგრესორებმა ჭურვები საბავშვო ბაღთან, საცხოვრებელ სახლებთან და ქარხანასთან ჩამოაგდეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაინგრა ერთი სახლი.
ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ასევე ქალაქ ლუცკზე, სადაც ხანძარი გაჩნდა საავტომობილო ქარხანაში. რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ რივნესა და ვოლინის ოლქებში მცხოვრებლებიც. რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ივანო-ფრანკოვსკიც. სამიზნე სამხედრო ნაწილი იყო.
დღეს დილიდან ისევ ინტენსიურად დაიწყო განადგურებული მარიუპოლის დაბომბვა. საჰაერო შეტევა ყოველ ნახევარ საათში ხორციელდება, სამიზნე კი საცხოვრებელი ადგილებია.
მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალები ისმოდა კიევსა და მის შემოგარენში.