"ისეთ მეზობელთან, როგორიც რუსეთია ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა, როგორც ყველამ დაინახა, არც ჩვენთან!" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვაში. ის რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ დღეს გახსნილ ჰუმანიტარულ დერეფნებს ცეცხლს გაუხსნის, მკაცრ პასუხს მიიღებს.
"თუ ოკუპანტი დღეს გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების შეჩერებას შეეცდება და ცეცხლს გახსნის, მკაცრ პასუხს მიიღებს. იმ დონეზე მივიყვანთ, რომ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა თავად დასჭირდებათ. ისეთ მეზობელთან, როგორიც რუსეთია ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა როგორც ყველამ დაინახა, არც ჩვენთან! დიდება უკრაინას", - ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკვე არაერთხელ გახსნა ცეცხლი ჰუმანიტარული დერეფნების მიმართულებით, მაშინ, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა.
დღეს უკრაინა ცდილობს ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას რამდენიმე მიმართულებით: