რუსეთი ბელარუსის ომში ჩართვის მიზნით, პროვოკაციას გეგმავს და ბრესტის ოლქზე თავდასხმისთვის ემზადება- რეზნიკოვის გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

იმ ინფორმაციით, რომლშიც სრულიად დარწმუნებული ვართ და დავადასტურეთ, რუსული საოკუპაციო ჯარების სარდლობა ამჟამად ამზადებს სისხლიანი პროვოკაციების სერიას - ამის შესახებ ბელარუსის მოქალაქეებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი აფრთხილებს. 

რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსეთის დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რუსული საჰაერო ძალები ემზადებიან ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე დარტყმისთვის. კერძოდ, აპირებენ თავდასხმას ბრესტის ოლქზე.

მისი თქმით, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრციდან თავდასხმას აპირებს. რეზნიკოვი წერს, რომ პროვოკაციის მიზანია, აიძულოს ბელარუსის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს. 

"გარანტიას გაძლევთ, რომ უკრაინის არმიას არ დაუგეგმავს, არ გეგმავს და არც მომავალში დაგეგმავს რაიმე აგრესიულ ქმედებებს ბელარუსის წინააღმდეგ. ომის 15 დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარებმა გაანადგურეს 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. ნუ მისცემთ უფლებას თქვენი ქვეყანა ჩართოს ამ ომში! გადაარჩინე შენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე! ნუ მისცემთ კრემლს უფლებას, გაანადგუროს ბელარუსის მომავალი!"- წერს რეზნიკოვი. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი