"ოცნება" კონტრაქციისთვის ემზადება - 20 ივნისის აქცია ახლოვდება

გამოქვეყნდა:

ქალი, რომელმაც "მთავარი არხის" ჯგუფს შენობის დატოვება მოსთხოვა, კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომელია. არ გვიპასუხა კითხვაზე, ვინ უწევს ორგანიზებას, "გავრილოვის ღამის" ერთი წლის თავისთვის დაგეგმილ კონტრაქციას. "მთავარი არხის" ინფორმაცით, კასპის რაიონში 20 ივნისის კოტნრაქციაზე ორგანიზებულად წამოსაყვანად ადგილობრივი ხლეისუფლების წარმომადგენლები ხალხს აგროვებენ. 

"მთავარ არხს" კასპის რაიონში უთხრეს, რომ სამასი ახალგაზრდის შეკრებას ადგილობრივი ხელისუფლება თანხის სანაცვლოდ ცდილობს. მოქალაქეების მობილიზებას კი საჯარო მოხელეებსა და მასწავლებლებს ავალებს. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში "ქართული ოცნება" მათ თანამდებობის დაკარგვით ემუქრება. ინფორმაცია დღეს სოფელ ახალქალაქში დაადასტურეს.

"მთავარმა" გაარკვია, რომ ადამიანებს აქციზე წასაყვანად გამგეობის თანამშრომელი ქეთინო წივწივაძე აგროვებს. საჯარო მოხელე სახლში არ დაგვხვდა, თუმცა დედამ დაადასტურა, რომ ხალხის მობილიზება მისი შვილის მხრიდან პირველად არ ხდება. ამბობს იმასაც, რომ ის "ქართული ოცნების" ადგილობრივი სახეა.

სოფელ ახალქალაქის მცხოვრებლების ამ მონაყოლს ადასტურებს ადგილობრივი ოპოზიციაც. მათი განცხადებით მმართველი პარტიისგან ახალგაზრდების კონტრაქციისთვის მობილიზება კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი მეზურნიშვილს აქვს დავალებული. 

ირაკლი მეზურნიშვილმა ხალხის შეგროვების ბრალდება უარყო და ყველაფერი "მთავარ არხს" დააბრალა. კონტრაქციის გამართვის გეგმას უარყოფენ "ქართული ოცნების" ლიდერებიც. 

სამოქალაქო აქტივისტებისთვის კონტრაქციის გეგმა მოულოდნელი არ იყო. მათი თქმით, ხელისუფლება, რომელიც აქტივისტებს რუსული მეთოდებით ებრძვის, ყველაფერზე წავა, რომ "გავრილოვის ღამეს" ჩადენილი შეცდომები, კიდევ ერთხელ არ შეახსენონ.

მოძრაობა "სირცხვილიამ" დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას სთხოვა, შაბათს 17:00 საათიდან მიეცეთ გზის გადაკეტვის საშუალება, რომ გამზირზე დისტანციის სანიშნე სტიკერების დაკვრა შეძლონ.

იმ შემთხვევაში, თუ შაბათს "სირცხვილიას" მიერ გამართულ აქციას "ქართული ოცნების" დაქირავებული აქტივისტები დაუპირისპირდებიან, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, ფიქრობენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში".

გვახსოვს რა ჩაიდენეთ გასულ ზაფხულს - ამ ლოზუნგით შაბათს აქცია ქვეყნის მთავარ გამზირზე გაიმართება. გამოიყვანს თუ არა მმართველი გუნდი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაქირავებულ ადამიანებს, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი