კალაძეს 170-მილიონიანი კონტრაქტი რუსული სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიასთან აქვს გაფორმებული - მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერს, კახა კალაძეს რუსული სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიასთან, "მეტრო ვაგონ-მაშთან", 170-მილიონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მელია განმარტავს, რომ შესაბამისი ხელშეკრულება მერიამ თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის შესაძენად გააფორმა.

აღმოჩნდა, რომ მაშინ, როდესაც გენოციდს აწყობს პუტინის რეჟიმი უკრაინის მთელ რიგ ქალაქებში და ბლოკადაში ჰყავს აყვანილი ასობით ათასი მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, თბილისის მერიის სახელით აქვს კონტრაქტი გაფორმებული რუსულ კომპანიასთან "მეტრო ვაგონ-მაშთან", 170 მილიონი ლარის ღირებულების. ეს ის კომპანიაა, რომელსაც კონტრაქტის თანახმად, 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა თბილისის მეტროსთვის. მაგრამ ეს კომპანია აწარმოებს რუსულ სამხედრო საბრძოლო ტექნიკას და არის ფლაგმანი რუსული სამხედრო ინდუსტრიისა, მუხლუხოებიანი ჯავშანწარმოების მხრივ. ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი კომპანია. პირველი თქვენ უნდა ყოფილიყავით ის ადამიანი, ვინც გამოექომაგებოდა უკრაინელებს და უკრაინას... ხმასაც არ იღებთ და გატრუნულები ხართ, - ამბობს მელია და კალაძეს მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი