გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. უწყება მან რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გაბუნია ხვალ მოწმის სახით გამოსაკითხად, 10:00-ზე არის დაბარებული.

მივა თუ არა გაბუნია სუს-ში, ეს მას ჯერ არ გადაუწყვეტია. ამბობს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამიას მსგავსად სასამართლოში, მაგისტრი მოსმართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვოს.

მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დაიბარეს. თუმცა, გვარამია სუს-ში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიზეზი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობაა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი