რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში სულთან სულეიმან დიდებულისა და მისი მეუღლის როქსოლანას (ჰურემ სულთანის) მეჩეთი დაბომბეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეჩეთში 80-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები. საგარეოს ცნობით, თავშესაფარში თურქეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ოფიციალური უწყება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.