"400 სახლია დაბომბილი, კლინიკაც, რომელშიც ვმკურნალობდი... 2-3 წუთით გამოვასწარი | მოქალაქეები უკრაინიდან საქართველოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა კრაკოვიდან შესრულდა. თვითმფრინავში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოში დროებით ახლობლებთან ჩამოვიდნენ.

"კიევი მაგრად დგას ფეხზე, იქ თითქმის დანგრეული სახლი არ არის. ხარკოვი მიწასთან გაასწორეს, ქალაქებს ყოველდღე ბომბავენ. მე რომ გამოვედი 2 მილიონი იყო გამოსული უკრაინიდან", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

საქართველოში დაბრუნებულები ჰყვებიან, რომ შენობის დატოვების შემდეგ, მათს თავშესაფარს ჭურვები დაეცა და მიწასთან გასწორდა. მათივე თქმით, აგრესორები ესვრიან განურჩევლად ყველას: ბავშვებს, მოხუცებსა და ქალებს. 

"საშინელება, სარდაფიდან წამომიყვანეს. 4-5 დღე ვიარეთ მანქანით საზღვრამდე. 400 სახლია დაბომბილი, კლინიკა, რომელშიც ვმკურნალობდი ისიც მოედანზე. სულ 2-3 წუთით გამოვასწარი. ამდენი ხალხი მე არ მინახია 4-5 საათიან რიგებში ვიდექით", - ამბობს მოქალაქე. 

მოქალაქეები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ ვერც საელჩო ეხმარებოდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი