BBC: ​მაკრონი და შოლცი პუტინს ესაუბრნენ და დაჟინებით მოუწოდეს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ და დაჟინებით მოუწოდეს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დაუყოვნებლივ დათანხმდეს.

პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 75 წუთი გაგრძელდა. 

"საუბარი უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია",- თქვა შოლცის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, საუბრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიის ზუსტ დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბრებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ მანამდე, გერმანიის კანცლერი შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

სამ პრეზიდენტს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კრემლმაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საუბრისას პუტინმა გააკრიტიკა უკრაინელების მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის "უხეში დარღვევა", თუმცა განცხადებაში არ იყო განმარტებული, კონკრეტულად რა დარღვევებზე საუბრობდა პუტინი.

"პუტინმა მათ აცნობა საქმის რეალური მდგომარეობა. კერძოდ, დასახელდა უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის მრავალი ფაქტი",- წერია კრემლის განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი