რუსულმა აგრესიამ უკრაინაში უკვე 70-ზე მეტი ბავშვი შეიწირა - ჰუმანიტარული კატასტროფა ქალაქებში

გამოქვეყნდა:

პუტინის მთავარი სამიზნე უკრაინაში ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები და მოხუცები არიან. რუსული ბომბები ანგრევს საავადმყოფოებს, სახლებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სამშობიაროებს. რუსი ოკუპანტები ადამიანებს საკუთარ სახლებსა და ეზოებში ესვრიან; რუსულმა აგრესიამ უკრაინაში უკვე 70-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა;

ყველაზე მძიმე ვითარებაა ქალაქ მარიუპოლში, სადაც მხოლოდ ერთ დღეში, რუსულმა ავიაციამ საავადმყოფო, საცხოვრებელი სახლები და სამშობიარო დაბომბა; მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა; თუმცა ამ უმძიმეს დღეებშიც კი, ყველა უკრაინელი დარწმუნებულია, რომ რუსული ფაშიზმი სწორედ მათი ხელით და გამძლეობით, სწორედ უკრაინაში, საბოლოოდ დამარცხდება;

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი