24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის ტერიტორია უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა; გაეროს ოფიციალური მონაცემებით, საკუთარი ქვეყნიდან უსაფრთხო ადგილზე თავის შეფარება სხვადასხვა ქვეყანაში 2 მილიონ 500 ათას ადამიანს დასჭირდა; ყველაზე მეტი, დაახლოებით, 1.5 მილიონი უკრაინელი პოლონეთში გადავიდა, გერმანიამ 110 ათასზე მეტი ლტოლვილი მიიღო. ეს უკვე 2 მილიონზე მეტი ადამიანის უმძიმესი ისტორიაა და თუ პუტინის ფაშიზმი დროულად ვერ შეჩერდა, შესაძლოა, სულ მალე მსოფლიო საუკუნის ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.