"კიევი არ დაეცემა...ვერ დაიკავებენ ვერც ოდესას" - გენერალ ბენ ჰოჯესის ანალიზი

გამოქვეყნდა:

კიევი არ დაეცემა. ძალიან დიდი ქალაქია, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის სანაპიროებზე. კიევისთვის ალყის შემორტყმას ძალიან დიდი ჯარი სჭირდება, სულ რომ არაფერი ვთქვათ ქალაქის დაკავებაზე - აცხადებს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში. 

ჰოჯესი ამბობს, რომ რუსეთს ახლა კიევის ასაღებად ძალები არ აქვს და ეჭვი ეპარება, რომ ოკუპანტები შეინარჩუნებენ იმას, რაც დაკავებული აქვთ. ჰოჯესი ამბობს, რომ რუსები ვერც ოდესას აიღებენ:

"ორი კვირაა ხარკოვსა და მარიუპოლს ვერ იღებენ და ძლივს შევიდნენ ხერსონში, ეჭვი მეპარება, ხერსონიც კი შეინარჩუნონ. ისინი ვერ დაიკავებენ ვერც ოდესას და, რა თქმა უნდა, ვერც კიევს, სანამ დასავლეთი გააგრძელებს დახმარების აღმოჩენას და უკრაინელები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებენ ჩვენს მხარდაჭერას.

რუსეთმა აირჩია უკრაინის გამოფიტვის ტაქტიკა, ამას კი ბევრი ხალხი და ბევრი დრო სჭირდება. მათ არც ხალხი ჰყავთ და არც დრო აქვთ, სანქციების გამო. თანაც, რუსეთს არ აქვს ამოუწურავი შეიარაღება. არცერთ ჯარს არ აქვს საკმარისი შეიარაღება, თუ ის დიდი ომისთვის არ ემზადება. რუსეთი დიდი ომისთვის არ ემზადებოდა." ამბობს გენერალი ჰოჯესი.

მისივე თქმით, რუსეთს ცოცხალი ძალის დეფიციტიც აქვს და უკრაინაში უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, ვიდრე რუსი. გარდა ამისა, როგორც ჰოჯესი ამბობს, რუსეთის საერთო საბრძოლო ძალების 50% უკვე მონაწილეობს ომში- "გასაოცარია. შედარებისთვის, ერაყსა და ავღანეთში ომების პიკის დროს იქ აშშ-ის საბრძოლო ძალების 25% იყო. [რუსეთს] აღარ დარჩა ბევრი სხვა ქვედანაყოფი, რომელიც ომში ჩაერთვება.

რამდენიმე კვირაში სანქციებს მოსახლეობაც იგრძნობს და დიდხანს ამას ვერ მოითმენს." ამბობს ბენ ჰოჯესი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი