ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილი მოხუცები სოფელ ეწერში

გამოქვეყნდა:

პანდემიის დროს 92 წლის ვასილ თორდიას ერთადერთი საკვები ღომი და საწებელია. ის ერთ-ერთია ათობით მოხუციდან, რომელიც ზუდგიდთან ძალიან ახლოს, სოფელ ზედა ეწერში უმძიმეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მეზობლების იმედადაა დარჩენილი, თუმცა მის ირგვლივ მცხოვრებ ოჯახებსაც ძალიან უჭირთ, ამიტომ ვეღარც ისინი ეხმარებიან. ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფელბას, არც კარანტინის დროს გახსენებია და  არ მოუკთხავთ, როგორ შეძლო გადარჩენა მოშიმშლე მოხუცმა.

სოფელში მოხუცების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და პენსიაა. 

სხვების მსგავსად, ცაცა ბებოს ძირითადი საკვები სიმინდის ფქვილია, რომელსაც მაცივარში ინახავს, რომ არ გაფუჭდეს. ზოგჯერ სოფლის მაღაზიაში ნისიად პურსაც ყიდულობს და ვალს პენსიის აღების შემდეგ იხდის, მისთვის აუცილებელი წამლებიც საკვების მსაგავსად ფუფუნებად ითვლება.

ზედა ეწერი ზუგდიდთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ ამ სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები ხშირად გადაადგილდებიან, თუმცა როგორც მოხუცები ამბობენ, არც გამგებლი და არც დეპუტატები მოსახლეობის უმძიმეს გაჭირვებას არ ამჩნევენ. 

პეტერბურგში შვილი ცოტა ხნის წინ დაეღუპა, მის გადმოსვენებას უფულობის გამო ვერ ახერხებს. ერთდერთი საკვები ტყეში დაკრეფილიე ეკალაა, რომლითაც მწნილს აკეთებს და თვეების განმავლობაში ამით იკვებება. ხორცი ეწერში მცხოვრები სხვა მოხუცების მსგავსად  დიდი ხანია არ უჭამია. უმძიმეს  გაჭირვებაში მცხოვრებ მოხუცს სოციალური დახმარებაც არ აქვს, შამოწმეს და მაღალი ქულა  მისცეს.

ეწერი ერთადერთი სოფელი არაა, სადაც მოხუცები ლუკმა-პურის გარეშე ცხოვრობენ. 75 წლის ბებო ყოველდღე პლასტმსის  ბოთლებს ქუჩაში აგროვებს და ერთ ტომარას ლარად აბარებს. პადემიის დროს კი ბოთლებზე მოთხოვნა შემცირდა და ეს დღეები შვილთან ერთად მშიერმა გაატარა.

სოფლის გამგებელი ამტკიცებს, რომ  ხალხს არ უჭირს, მოხუები იტყუებიან და პანდემიის დროს საკვები ყველას დაურიგეს.

სამ თვეზე მეტი გავაიდა, რაც ქვეყანაში კრიზისია, ამ პერიოდის განმავლობაში ასობით მოხუცი საკვების გარეშე  იყო. დაპირების მიუხედავად ხელისუფლება ხანდაზმულების დიდ ნაწილს არ დაეხმარა, რატომ ამ კითხვაზე  პასუხი არ არის.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი