ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ს საკონსულოსთან რაკეტები ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ- ს საკონსულოსთან სულ მცირე 5 რაკეტა ჩამოვარდა.

საკონსულოსთან ახლოს ქალაქის აეროპორტიც მდებარეობს. ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა და რომელი ობიექტი იყო სამიზნე. გარდა ამისა, დაზიანდა ადგილობრივი მედიის - Kurdistan 24-ის შენობაც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდასხმა ირანიდან განხორციელდა.

აფეთქებების ამსახველ ფოტო და ვიდეოს ადგილობრივი ჟურნალისტი  Twitter-ზე ავრცელებს.
ერაყის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ჯერ ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი