რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის ოლქში, იავორივის აეროდრომსა და სამხედრო პოლიგონზე თავდასხმა განახორციელეს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლვოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, 57 კი დაიჭრა.
მისივე ცნობით, რუსულმა ძალებმა პოლიგონის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლეს.