ლვოვის დაბომბვა არის მორიგი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობაზე ნატო-ს საზღვართან, დაკეტეთ ცა! - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ლვოვში, მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე მიტანილ იერიშს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. 

ის პარტნიორებს კიდევ ერთელ მოუწოდებს, დაკეტონ უკრაინის ცა.

"რუსეთი ლვოვის მახლობლად თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს, სადაც უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირი-ნატოს საზღვართან. უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები ამის შესაჩერებლად. დაკეტეთ ცა!", - წერს რეზნიკოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი