კიევის ოლქში კადიროვის დაჯგუფების წევრებმა დაჭრილი რუსი სამხედროები დახვრიტეს

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაჯგუფების წევრებმა დაჭრილი 12 რუსი სამხედრო ბელარუსის ტერიტორიაზე გადაყვანის ნაცვლად, დახვრიტეს. ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა კიევის ოლქში, სოფელ ბოროდიანკასთან მოხდა. დახვრეტილთა შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის წევრები არიან.

უკრაინის რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფიოდორ ვენისლავსკი აცხადებს, რომ ოკუპანტების არმიაში შექმნილია სპეციალური შენაერთები, რომლებიც რუს ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში ცეცხლს უხსნიან. მისი თქმით, ეს შენაერთები სწორედ კადიროვის დაჯგუფების წევრებით არის დაკომპლექტებული.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი