"ჩვენმა ბიჭებმა მტერს დიდი დანაკარგი მიაყენეს და უკან დახიეს... ვითარებას ვაკონტროლებთ" - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ქვეყნის არმია რუს ოკუპანტებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და მათ აიძულებს, უკან დაიხიონ.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვითარებას სრულად აკონტროლებს.

"უკრაინული არმია მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევს. სადაც კი ოკუპანტებმა პოზიციების დაკავება გადაწყვიტეს, ჩვენმა ბიჭებმა დიდი დანაკარგი მიაყენეს და მტერი უკან დახიეს. ხერსონის ოლქში განადგურებულია მტრის საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მტერი ამ ეტაპზე გადაჯგუფებას და ძალების მოკრებას ცდილობს. რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ლვოვის ოლქში განთავსებულ იავოროვის აეროდრომსა და პოლიგონზე. ჩვენი მებრძოლები იერიში შედეგებს ახლა არკვევენ. უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვითარებას აკონტროლებს", - თქვა არესტოვიჩმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი