"უნდა ავირიდოთ რისკები, რაზეც, სამწუხაროდ, იღწვიან ჩვენი არაკეთილისმოსურნენი" | "ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა დასრულდა

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა დასრულდა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე პროცესები იყო.

მდინარაძის თქმით, ასევე ისაუბრეს პრეზიდენტის მოხსენებაზე, რომელიც ხვალ პარლამენტში უნდა განიხილონ და შს მინისტრის მოსმენაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 17 მარტს გაიმართება. 

"პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ უფრო გლობალური ხდება, ვიდრე შეიძლება ვიღაცისთვის ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ჩვენმა ქვეყანამ თუკი რაციონალიზმის რაიმე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს და აარიდოს ჩვენს ქვეყანას ომი, რომელში ჩათრევასაც ძალიან ცდილობენ ვიღაცები, აღარ დავკონკრეტდები ამ შემთხვევაში. აარიდოს ის მაქსიმალური რისკები, რაზეც,  ასევე სამწუხაროდ,იღწვიან ჩვენი არაკეთილისმოსურნენი, ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით არსებულ ძალებს ვგულისხმობ, რომლებიც ამას აკეთებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, როგორც აქამდე, არამედ ქვეყნის გარეთაც", - თქვა მამუკა მდინარაძემ

რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემული დაახლოებით 20-წუთიანი კომენტარი მდინარაძემ ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დამუნათებას დაუთმო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი