ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და კიევის ოლქში, ივანკოვში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა УНІАН-ი შს მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კადიროვი უკრაინაში სარდაფში ზის", - წერს ანტონ გერაშენკო თავის Telegram-არხში.
მან ჩეჩნეთის ლიდერს მოუწოდა, გამოჩნდეს და "სარდაფებში ვირთხასავით არ დაიმალოს".
ცნობისთვის, სხვა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი უკრაინაში იმყოფება, არ გავრცელებულა.