105 მეტრის სიმაღლის გიგანტური ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება ნამახვანის მცხოვრებლებს უკვე რამდენიმე წელია მოსვენებას არ აძლევს. 433 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურის აგება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე იგეგმება. მოსახლეობის თქმით, რეგიონი სეისმურად აქტიურია და სწორედ ეს აფრთხობთ.  

ადგილობრივების თქმით, კაშხლის აშენების შემთხვევაში, ასობით ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება, წყლის ქვეშ მოყვება რამდენიმე სოფელი, ათეულობით ჰექტარ ტყის მასივი და სახნავ-სათესი მიწები, საცხოვრებელი სახლები და რაც ყველაზე მკტივნეულია, წინაპართა საფლავები.

ნამახვან ჰესის მშენებლობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მშენებელმა კომპანიამ მოსახლეობის პროტესტის მუხტის შესამცირებლად, სამუშაოებზე სპეცილაურად დაასაქმა ადგილობრივები მუშახელი, თუმცა მათ პოზიცია ვერ შეაცვლევინეს. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დღეს გრიგოლ ვაშაძემ დაათვალიერა. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას გაითვალისწინოს, რომ რეგიონი სეისმურად აქტიურია და შეაჩეროს სამუშაოები, ვიდრე არ დაიდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვნა, რათა ჰესმა არ შეუქმნას საფრთხე მთელ იმერეთეს.

433 მეგატავის ნამახვან ჰესების კასკადიდან მომდინარე რისკებზე ექსპერტებიც საუბრობენ. ისინი ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ძლიერ მიწისძვრას ასახელებენ და არ გამორიცხავენ, რომ რკინა-ბეტონის ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდეს. ასეთ ვითარებაში, მათი ვარაუდით, წყალს 19 წუთი დასჭირდება, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს და დატბოროს. რის შემდეგაც დაიტბორება მთელი კოლხეთის დაბლობის 18 მუნიციპალიტეტი. 

ჰესი ექსპლუატაციაში 2023 წელს უნდა შევიდეს, მისი საერთო ღირებულება 750 მილიონი დოლარია. 

ჰესის არსებულ პროექტს არასმთვრობოები აპროტესტებენ. "ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციას" და "მწვანე ალტერნატივას" საქალაქო სასამართლოში სარჩელიც აქვთ შეტანილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი