მშვიდობიანი მოსახლოების დაბომბვა, ცეცხლში გახვეული საცხოვრებელი სახლები, დახოცილი ბავშვები და მოხუცები. ის ჯოჯოხეთი, რასაც ახლა უკრაინა გადის, საქართველომ ბოლოს 2008 წელს გაიარა. როცა რუსეთი არმიით შემოიჭრა მეზობელი სახელმწიფოს საზღვრებში, მიწასთან გაასწორა ქართული სოფლები, მოკლა და აწამა ჩვენი მოქალაქეები და შემდეგ სრულიად ცინიკურად ისევ საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, ომის დანაშაულების ჩადენასა და მძინარე ცხინვალის დაბომბვაში.
ამ რუსულ რიტორიკას წლების განმავლობაში იმეორებდა უკვე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაც და ჩვენს ქვეყანაში ფესვებგადგმული მე-5 კოლონაც. 14 წლის შემდეგ ჰააგის სასამართლომ ყველა კითხვას პასუხი გასცა, და თქვა, რომ:
მაგრამ რატომ მხოლოდ ოთხმა? რა გააკეთა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ რომ სხვა ოკუპანტების პასუხისმგებლობაც დამდგარიყო? ახლა ირკვევა, რომ ჰააგის სასამართლოს პარალელურად "ოცნების" პროკურატურა არაფორმალურ გამოძიებას ატარებდა, რომელიც რუსულ ხაზს მიყვებოდა.