
პრეზიდენტი დღეს პარლამენტს მოხსენებით მიმართავს. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე დაიწყება.
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, პუტინის მორიგ სამხედრო იერიშსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე.
ზურაბიშვილს რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო პარლამენტში მისვლა ჯერ კიდევ 5 მარტს სურდა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" მოხსენების გადასადებად ყველაფერი გააკეთა და გადადებული ვიზიტი პარლამენტში არასამუშაო დღით ახსნა.