სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის განხილვას. განცხადება მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:
"მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია" თქვა ზურაბიშვილმა.