უკრაინასა და რუსეთს შორის ახალი მოლაპარაკებები დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს.
"მოლაპარაკებები. მე-4 რაუნდი. მშვიდობის, ცეცხლის შეწყვეტის, ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მძიმე დისკუსია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცნობიერებს თავისი აგრესიული ქმედებების სისულელეს, მას მაინც აქვს ილუზია, რომ 19-დღიანი ძალადობა უკრაინაში მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ სწორი სტრატეგიაა"-წერს პოდოლიაკი.