სალომე ზურაბიშვილის გამოსვლით უკმაყოფილო "ოცნება" - პრეზიდენტი რეგლამენტისა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი , მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში შესვლა, უკრაინის საელჩოს რწმუნებულთან ერთად, რეგლამენტისა და კონსტიტუციის დარღვევაა.

"რაც ჩვენ დარბაზში ვნახეთ სამარცხვინო იყო, როდესაც ბატონი მდინარაძის მხრიდან. ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტი შემოდიოდა დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად ფაქტობრივად შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ზოგადად ქვეყნის ავტორიტეტს. და ამ შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ გასაოცარი რამ, პრეზიდენტს პირდაპირ მთავრობამ უთხრა, რომ არ ჭირდება მისი როლი და მისი როლი არ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციისკენ სწორად იაროს და იმ პროცესში, რომელიც დაწყებულია ამ შემთხვევაში ჩართული ყოფილიყო პრეზიდენტი და გასაოცარი რამ, როდესაც მან, პირადად საკუთარი კონტაქტებით შეძლო წასვლა ამ შემთხვევაში ევროსტრუქტურებში და დაიწყო მოლაპარაკებები იმისთვის, რომ დახმარებოდა პროცესს." - ამბობს გიორგი ბოტკოველი

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობამ საერთაშორისო ვიზიტებში არ გაუშვა.

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას ქართული ოცნების თავმჯდომარემ კონტრბრალდებით უპასუხა და ის კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.
მთავრობის წევრებმა კი პარლამენტი ისე დატოვეს, რომ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სალომე ზურაბიშვილისთვის პარლამენტში ოცნებას დღეს ტაშიც არ დაუკრავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი