
ევროკავშირი აპირებს, რომ 50 000 ევროზე მეტი ღირებულების მანქანებისა და 300 ევროზე ძვირადღირებული საქონლის ექსპორტი რუსეთში აკრძალოს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დასავლეთი ასევე გეგმავს, რომ ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი სანქცირებულთა სიაში შეიყვანოს.
არსებული ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება ევროპული ბრენდების მანქანებს, მათ შორის Audi, BMW, Mercedes, Ferrari და Porsche. სანქციებში შესაძლოა, მოხვდეს 5 000 ევროზე ღირებულების ნავებს და მოტოციკლებს.
BBC წერს, რომ ახალი სანქციების პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს ახალ კომპანიებს, მათ შორის თვითმფრინავებსა და გემებს, ასევე, ფოლადისა და ლითონის პროდუქტების იმპორტსა და ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს.
ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციები შაბათ-კვირას განიხილეს, დღეს კი ევროპის დროით შუადღისას შეხვდებიან და დოკუმენტის საბოლოო ვერსიას დაამტკიცებენ. ის დღეიდან უნდა ამოქმედდეს.