"ჩასაფრება მოგვიწყვეს და დაგვბომბეს" - უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიჭრა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში , ქართველი სამხედროები  პუტინის ჯარმა, ალყაში ქალაქ ვოლნოვახაში მოაქცია. იერიშების შედეგად დაშავებულია 5 ქართველი, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ. დაშავებული ქართველი სამხედრო , გიორგი რუსიტაშვილი "მთავართან" ყვება, რომ კლინიკიდან უკვე ხდება დაშავებული სამხედროების ევაკუაცია, რადგან შესაძლოა, კრემლის ჯარმა ისევ  დაიწყოს შეტევა. 

"საარტილერიო დაბომბვაში მოვყევით, ქალაქის გამოსასვლელთან ხიდზე გადმოვდიოდით, ჩასაფრება მოგვიწყვეს და დაგვბომბეს... 5 ქართველი ვისხედით, 4 უკრაინელი. 1 ქართველი დაგვეჭრა, 1 დაგვეღუპა, დანარჩენი უკრაინელები დაიჭრნენ. ჩვენ ქართველები გადავრჩით, მაგრამ მივიღეთ ძლიერი კანტუზია. აქედან უკვე ხდება ევაკუაცია სამხედროების, იმიტომ რომ აქ შეიძლება წუთი-წუთზე რუსეთის რეგულარული არმია შემოვიდეს და ყოველ წუთს ველოდებით თავდასხმას. " - ამბობს ქართველი სამხედო, უკრაინაში

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან, უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად წავიდნენ მოხალისეები, რომლებიც დაზარალებულ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი