უკრაინის შსს-ში გამოეხმაურნენ რამზან კადიროვის ვიდეოს, სადაც ის ამტკიცებს, რომ კიევთან ახლოსაა. როგორც მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო განმარტავს, არ აქვს უფლება ისაუბროს, მართლაც იმყოფებოდა თუ არა ჩეჩნეთის მმართველი უკრაინაში. ვიდეოს გავრცელებას კი ის უკავშირებს იმ დანაკარგების გამართლებას, რომელიც უკრაინამ მიაყენა. კერძოდ, დენისენკოს განცხადებით, ომის პირველ დღეებში კადიროველებს ბევრი გენერალი მოუკლეს - "შეუძლებელია ჩეჩნეთში ამ გვარდიის ზოგიერთი ელიტური ქვედანაყოფების დანაკარგის დამალვა, ამიტომ მას სჭირდებოდა ეჩვენებინა, რომ იბრძოდა, უნდა ეჩვენებინა, რომ თითქოს ფრონტზე იყო და გარკვეულ ოპერაციებს გეგამვდა“ ამბობს შს მინისტრის მრჩეველი.
"დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კადიროველების ერთ-ერთი მიზანი იყო, ბავშვთა სახლი ქალაქ ვორზელში. ბავშვების მძევლად აყვანა და შემდეგ უკრაინის და მთელი მსოფლიოს შანტაჟი" - განაცხადა მინისტრის მრჩეველმა და დასძინა, რომ საბედნიეროდ, ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხდა.
"შემოვიტან ინტრიგას: იქნებ უკვე კიევში ვართ" -ამ შინაარსის მიმართვა კადიროვმა დღეს გაავრცელა და უკრაინის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის ისევ დაემუქრა.