წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაუგზავნა

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა - ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. 
ჩხეიძის საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა.

უწყება, ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად აუდიტის დასკვნას ასახელებს, რომლის მიხედვითაც ფინანსური რესურსის "კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები" გამოვლინდა.

აუდიტი, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა" ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

რაც შეეხება კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელს, შერჩევამდე დირექტორის უფლებამოსილებას წულუკიანის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე შეასრულებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი