Pfizer რუსეთში დაგეგმილ ინვესტიებს შეწყვეტს, წამლების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს კი უკრაინაში გადარიცხავს

გამოქვეყნდა:

"რუსეთში ჩვენი წამლების მიწოდების ნებაყოფლობითი შეჩერება ჩვენი ფუნდამენტური პრინციპის პირდაპირი დარღვევა იქნება" - ამის შესახებ კომპანია Pfizer-ის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

კომპანია წერს, რომ რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინაში გადარიცხავს. ასევე Pfizer არ დაიწყებს ახალ კლინიკურ კვლევებს რუსეთში და შეწყვეტს ყველა დაგეგმილ ინვესტიციას ადგილობრივ მომწოდებლებთან. 

"რუსეთში ჩვენი წამლების მიწოდების ნებაყოფლობითი შეჩერება ჩვენი ფუნდამენტური პრინციპის პირდაპირი დარღვევა იქნება. მედიკამენტების მიწოდების შეწყვეტა კიბოს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტების სიცოცხლეს დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს.

კომპანია Pfizer რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინაში გადარიცხავს. ასევე, კომპანია არ დაიწყებს ახალ კლინიკურ კვლევებს რუსეთში. Pfizer არ ფლობს არცერთ საწარმოო ობიექტს რუსეთში. ჩვენ შევწყვეტთ ყველა დაგეგმილ ინვესტიციას ადგილობრივ მომწოდებლებთან" - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი