ესტონეთის პარლამენტი გაეროს მიმართავს და უკრაინის ცის ჩაკეტვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ესტონეთის პარლამენტი გაეროს წევრ ქვეყნებს მიმართავს და სთხოვს, დაუყოვნებლივ გადადგან ზომები უკრაინის ცის ჩასაკეტად

ამას გარდა, ესტონეთის პარლამენტი სხვა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.

ქვეყნის პარლამენტი მოითხოვს დაუყოვნებლივ დაწესდეს ყოვლისმომცველი სავაჭრო ემბარგო რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსის რესპუბლიკაზე, რაც მათი თქმით, აგრესორ სახელმწიფოებს ომის წარმოების შესაძლებლობას შეუზღუდავს.

ამასთან, პარლამენტი სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, დახურონ საჰაერო სივრცე და პორტები რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავებისა და გემებისთვის.

ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში ესტონეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასმბლეის წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ რუსეთის ფედერაციის ევროსაბჭოდან გარიცხვას.

პარლამენტი ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ უკრაინის განცხადებას ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი