ქართველი სამხედროები და მოხალისეები უკრაინაში | ბრძოლა ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

უკვე 19 დღეა ოკუპანტების წინააღმდეგ, ფრონტის წინა ხაზზე დაუღალავად იბრძვიან ქართველი მოხალისეები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ რუსული ჯარების ალყაშიც აღმოჩნდნენ. ქალაქ ვალნავახაში განხორციელებული იერიშის შედეგად, 1 სამხედრო მძიმედ დაიჭრა, 4-მა მებრძოლმა კი კანტუზია მიიღო.

ქართველი მეომრები, რომლებიც უკვე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცნენ, პუტინის ჯარების თავდასხმებს ელოდებიან კიევის შემოგარენშიც, მთავარი ამოცანა ახლა დედაქალაქის საარტილერიო შეტევისგან დაცვაა.

სამხედრო დახმარებასთან ერთად, ქართველი მოხალისეები, დაბომბილი ქალაქებიდან წამოსულ უკრაინელებს, სხვადასხვა ჰუმანიტარული პროდუქტით და ტრანსპორტირებითაც უზრუნველყოფენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი