"ოცნების" კრიტიკა, ოპოზიციის მიუღებლობა და სამოქალაქო თანხმობის პროექტი | ზურაბიშვილის ანგარიში პარლამენტში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მწვავე კრიტიკა, ოპოზიციის სრული მიუღებლობა და კვლავ სამოქალაქო თანხმობის პროექტი, რომლის სათავეშიც თავის თავს ხედავს - საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური ინტრიგა გაცილებით აქტუალური გახდა.

მთავარი კითხვა ახლა ასე ჟღერს - რომელ პოლიტიკურ ბანაკშია პრეზიდენტი? "ქართულ ოცნებასთან" დისტანცია უკვე იმდენად გაიზარდა, რომ მმართველ პარტიაში იმპიჩმენტზეც კი ალაპარაკდნენ.

მთავარ ოპოზიციურ პარტიას პრეზიდენტი ისევ უარს ეუბნება მთავარ მოთხოვნაზე - მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე. დღს პარლამენტში მხოლოდ მცირე, ოთხკაციანი პოლიტიკური გუნდი იყო, რომელიც ქვეყნის მეთაურის გამოსვლის შემდეგ ფეხზე ადგა და ტაშს უკრავდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი