მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო ხდება. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კვალიფიციურ მკურნალობას საჭიროებს. ეს არის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული გამოკვლევის შედეგი, რომელსაც პენიტენციური სამსახური არ ასაჯაროებს.
ივანიშვილის პირადი პატიმრის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ არასრულფასოვნად ჩატარებული გამოკვლევითაც კი დასტურდება, რომ ახლა პირველი რიგის ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის იმ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი შუქცევადი გახდება და პრეზიდენტის სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგება.