"ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას..." | კადიროვის მიმართვა მასკს

გამოქვეყნდა:

"ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას..." - ასე მიმართავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ილონ მასკს. მისი ეს მიმართვა კარიდოვის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.

ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას. ძალიან განსხვავებული წონის კატეგორიებია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ წითელ კუთხეში თქვენ, ბიზნესმენი და ტვიტერის ბლოგერი, ლურჯ კუთხეში კი პუტინი - მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, დასავლეთისა და აშშ-სთვის ჭექა-ქუხილის მსგავსი.

ვლადიმირ ვლადიმროვიჩისგან სუსტი მეტოქის დამარცხება არასპორტულად საქციელად ჩაითვლება. უნდა ივარჯიშო, რათა ნაზი ილონიდან ბრუტალურ ილონად გადაიქცე. გთავაზობთ, რომ მომზადება ჩვენთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაიარო, - წერს კადიროვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი