გიორგი რურუას პროცესზე ანტისაოკუპაციო აქციის მხარდამჭერებს დაკითხავენ

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას პროცესი დღეს პოლიტიკოსების და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების მხარდამჭერების დაკითხვით გაგრძელდება.

დაცვის მხარის მოწმეთა სიაში არიან სამართალდამცველებიც, რომელთა დაკითხვაც პროკურატურამ საჭიროდ არ მიიჩნია.

ადვოკატებით შეფასებით, აქამდე დაკითხული მოწმეების ჩვენებებითაც დასტურდება, რომ რურუას არ ჰქონდა იარაღი და იგი პოლიტიკურად იდევნება მხოლოდ იმიტომ, კრიტიკული მედიის დამფუძნებელია და ანტისაოკოპაციო აქციების აქტიური მხარდამჭერი იყო.

დღეს გაგრძელდება გიორგი რურუას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. კერძოდ, ისევ დაიკითხება დაცვის მხარის მოწმეები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელ სხდომაზეც გამოვლინდება, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს, - ამბობს დაცვის მხარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი