დავით ბაქრაძე ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა ონლაინ-შეხვედრაზე დასავლელ პარტნიორებს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს დონალდ ტუსკის მონაწილეობით გამართულ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა ონლაინ-შეხვედრაზე, რომელშიც "ევროპული საქართველოს’" თავმჯდომარე  დავით ბაქრაძეც მონაწილეობდა.

ბაქრაძემ პარტნიორებს რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და ადამიანთა გატაცების ბოლო შემთხვევები შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარების მნიშვნელობაზეც.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ფორმატი იძლევა იმის იშვიათ შესაძლებლობას, რომ ასეთ თემებზე ხმა მიაწვდინო და გქონდეს პირდაპირი დისკუსია ევროკავშირის უდიდესი სახელმწიფოების პრეზიდენტებთან და პრემიერ-მინისტრებთან, - აღნიშნავს ბაქრაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი