
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს დაიწყება. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ვადა კი დღეს იწურება.
ხვალ საკომიტეტო მოსმენა იურიდიულ კომიტეტში გაიმართება. ცვლილებების სამივე მოსმენით მიღება 29 ივნისამდე იგეგმება. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში პარლამენტი დაკომპლექტდება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატისგან.
"ნაციონალური მოძრაობა'' და "ევროპული საქართველო'' ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და გიორგი რურუა არ გათავისუფლდება .