ზუგდიდში "ოცნებას" ა(ა)იპებში დასაქმებული ჰყავს ადამიანები, რომლებმაც ამის შესახებ არც კი იციან - ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე

გამოქვეყნდა:

კორუფციული სქემა ზუგდიდის მერიის ა(ა)იპებ-ში - საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგზე "ოცნების" საჯარო მოხელეები ამხილეს. 

საკრებულოს წევრების თქმით, ააიპებში დასაქმებულია მმართველი პარტიის პარტაქტივი, რომლებიც ხელისუფლებას ოპოზიციისთვის მოწყობილ აქციებზე ცოცხებითა და პლაკატებით დაჰყავს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპების პირველ პირებს მათი ნდობით აღჭურვილი მოქალაქეებიც ჰყავთ გაფორმებული და ხელფასებს თავად იღებენ. ადამიანების უმეტესობამ, რომლებიც ხელშეკრულებით არიან ა(ა)იპებში გაფორმებულები, ამის შესახებ არც კი იციან. საუბარია 3 000-ზე მეტ "დასაქმებულზე". 

ოპოზიციის განმარტებით, ასეთი ფორმით ხელისუფლების პირველი პირების კორუფციული შემოსავალი წელიწადში ორ მილიონ ლარს შეადგენს. დეპუტატები ამბობენ, ოფიციალური დოკუმენტები აქვთ და ფაქტების შესასწავლად კერძო აუდიტის მოწვევას აპირებენ.

საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს წევრების, არასამთავრობოებისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ხედავენ. ოპოზიცია კორუფციული სქემის ამ მექანიზმებით გაშიფვრაში გახარია საქართველოსთვის პარტიას მხარდაჭერას სთხოვს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი