
საკარანტინო ზონად გამოცხადებულ სოფელ მუშევანში საკრებულო დახმარებას პოლიტიკური ნიშნით არიგებს. მთავარ არხს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელიც ირწმუნება, რომ დახმარება სწორედ პოლიტიკური სიმპატიების გამო ვერ მიიღო. ქალბატონის თქმით მისი ოჯახი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ არის და დახმარებაზე უარი სწორედ ამიტომ უთხრეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შამილოვი მამედი. ასე თქვა, წადით წადით, შენ სხვა პარტიიდან ხარ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხარ, არ არის შენთვის დახმარება, როგორ შეიძლება ასე? - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი.
სოფელ მუშევანში მცხოვრები ასევე ამბობს, რომ კარანტინიდან გამომდინარე, მოსახლეობას ძალიან უჭირს, ადგილობრივი მთავრობა კი გაფუჭებულ პროდუქტს არიგებს.