რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35-ზე მეტი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35-ზე მეტი დაშავდა - მონაცემებს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აქვეყნებს.

დენისოვა წერს, რომ ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი , მიკოლაევთან  საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას დაიღუპა, ტელეოპერატორი ევგენი საკუნი,  კიევში სარაკეტო თავდასხმას შეეწირა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, დოკუმენტალისტი ბრენტ რენო კი ირპენში ბლოკპოსტზე რუსმა ოკუპანტებმა  მოკლეს.

"რუსი ოკუპანტები მათი ქმედებების ობიექტურ გაშუქებას ეწინააღმდეგებიან. ხოცავენ და ცეცხლს უხსნიან ჟურნალისტებს. სულ მცირე 35 ჟურნალისტი უკვე დაზარალდა ფაშისტის ხელში. სამი დაიღუპა.[...]დამპყრობელთა ქმედებები მიზნად ისახავს ფაშისტური პროპაგანდისა და იდეოლოგიის დაწესებას და ყველა სხვა საინფორმაციო რესურსის ჩახშობას" - წერს დენისოვა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი